მეუღლეს


ყველა ტკივილს ერთად შევაქუჩებ 
და ერთ ბნელ კუთხეში დავდებ.
რაც დამრჩება გულში შენ გაჩუქებ,
ერთად გავუმკლავდეთ დარდებს.
რამდენს ამოგძახებს კიდევ ჩემი სევდა,
მითხარ, ხომ გაუძლებ ამ ჯვარს?
სადაც მივდიოდი, ბედი ყველგან მსდევდა,
მაჩვევდა ტკივილს და ტანჯვას.
ახლა ეს ხელები შენ რომ წერილს გწერენ
სითბოს ინახავენ შენსას,
მერე ტკივილები თავებს მაღლა სწევენ,
ბედის აპირებენ შესმას..
მე კი ისევ ვითმენ,რადგან შენ არსებობ
ეს კი ყველა ტკივილს აცხრობს,
ნატკენი ხელები არასდროს გამიშვა,
იმედით ვუყუროთ აწმყოს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი