მე ის ვარ


მე ის ვარ, შენთან ფორთხვით რომ მოდის,
შენი კალთის ქვეშ რომ ეძებს ბინას.
მე ის ვარ, შენ რომ ხშირად გღალატობს,
შენ რომ ტირილით აღვიძებ მძინარს.
მე ის ვარ, შენ რომ გემოწაფა და მერე ოცდაათ ვერცხლად გაგყიდა.
მე ის ვარ შენ რომ სამჯერ უარგყო, სანამ მამალი დილით აყივლდა.
გახსოვს, ფეხებს რომ ცრემლებით გბანდი?
მერე მაგ ფეხებს ვუყრიდი სამსჭვალს.
მერე ის ვერცხლი მეუფასურა 
და მპოულობდნენ მკვდარსა და დამხრჩვალს...
და ორიათას წელზე მეტია
გასისხლულ ხელით კურთხევას მაძლევ.
მინერგავ იმედს,მიტოვებ რწმენას,
რომ განსაცდელებს უთუოდ დავძლევ.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი