ნაცრისფერი დღე


ყველაფერი გაცილებით უფრო მტკივნეულია,ყველაფერი უფრო ღრმად და მკაფიოდ არის გულში გაჩხერილი,ვიდრე ეს ერთი შეხედვით სჩანს.გარეშე თვალისათვის ყველაფერი მარტივია და უბრალო,ყველაფერი ადვილია.
     ვიდექი გაშტერებული და ფარდის „შტორზე“ შემოსკუპებულ მტრედს თვალს არ ვაცილებდი.ჩუმად ვეძახოდი გულიდან,ჩემთან მოსულიყო და მკერდზე დამფრენოდა...მეგონა,ყველას თვალწინ გაშოტილი-თეთრჩოხიანი ბიჭის სული მას დაესაკუთრებინა და მინდოდა,ჩემი ხელებით ამომერთმია ის სული მისთვის და ჩაშავებული და გაუბედურებული დედისათვის,საჩუქრად მიმერთმია-საკუთარი შვილის სიცოცხლე.
     სკუა! სკუა! სკუაააააააააა!!! კუბოს თავზე იფოფრებოდა შვილის უბედურებით დაბნეული დედაკაცი და ღონემიხდილ თავის ქალიშვილებს ძალა აღარ  შესწევდათ, დაეოკებინათ გამწარებული დედის ხელები.
     -ნუ,დედა, ნუ ეფერები... ცოდოა დედა, ცოდოოო... ღნაოდნენ ხმაჩაწყვეტილები და თვალებამოღამებულები.
     მტრედი არ ინძრეოდა.გვერდზეც არ შეუბრუნებია თავი.თეთრი თაბაშირის ქანდაკებასავით იყო გაქვავებული. გული ახლა მთელ სხეულში იყო დანაწევრებული და აღარც ვფიქრობდი,რომ ოდესმე კვლავ მოგროვდებოდა თავის კუთვნილ ადგილზე და  შეხორცდებოდა.უამრავი წითელი ვარდები მოჰქონდათ,წვიმის წვეთები ტიროდნენ ვარდებზე...წვიმდა გარეთ საშინლად,ქვეყნიერება მიჰქონდა წვიმას.ის კი იწვა გულხელდაკრეფილი და ოდნავ ყურადღებასაც არ აქცევდა რაც მის ირგვლივ ხდებოდა.
     ბუნებრივმა მოთხოვნილებებმა შეაწუხა ხალხი და სახლის უკან  წამსვლელთა ნაკადი არ წყდებოდა.ჩვენც ჩავდექით რიგში.ყველას მქუხარება და ტკივილი ჰქონდა სახეზე აღბეჭდილი,მაგრამ იუმორი ხომ ყველა ადამიანშია ჩაბუდებული და ... შეიძლება ესეც გვაძლებინებს ხოლმე გარკვეულ სიტუაციაში და ცხოვრების  გაგრძელების სურვილს კვლავ გვიბრუნებს.
     -მეთექვსმეტე ხართ თქვენ! გაიხუმრა იქვე მდგარმა შავმა ბიჭმა.,თან სიცივისაგან იბუზებოდა და საქონლის სადგომის წინ აფარებდა თავს წვიმას.
     არ დავეძებთ კაცო,ვიქნებით,სხვა რა გზა გვაქვს.
     -რა ამინდი დაუდგა საწყალს.
     -აბა,უბედური...იმ დღესაცამაზე უფრო ცუდი ამინდი იყო-რომ დაიღუპა საცოდავი...
     აღარ შემეძლო,უკვე დაღლილი ვიყავი ამ ყველაფრისაგან,მერამდენედ ვისმენდი ამ ტრაფგედისას და მაი,ყოველი მოსმენის დროს ახლებურად მტკიოდა ერთიდაიგივე ტკივილი....ამ ადამიანებს რომ ვუყურებდი კიდევ,მეგონა ერთი დიდი სპექტაკლის პრემიერაზე ვიმყოფებოდი და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს,მეც ამ სპექტაკლში ვმონაწილეობდი თითქოს.
     ეეხ...ნეტავი მართლა სპექტაკლი ყოფილიყო...     
შავმა ბიჭმა რანმოდენიმე ქალითავისზე წინ გაატარა.ჩვენ ვიდექით და ჩვენს რიგს ველოდებოდით წვიმაში.     -
აუჰ,ახლა არ გეწყინოთ,უხერხულში კი ვარ,მარა მეტს ვერ გაგატარებთ,უნდა შევიდე. ცოტა დარცხცენილმა გადმოგვხედა შავმა ბიჭმა.     შ-შედი თორე 
მ მერე უფროუხერხულში იქნებ.ყველას ღიმილმა გადაურბინა სახეზე.შავი ბიქჭი უფრო გაშავდა
     ...აწვიმდა და აწვიმდა ეზოში ვარდებს    
    -მე რო  მოვკვდები ,ამდენი წითელი ვარდის მოტანას,ერთი ცალი შავი ვარდი მომიტანოთ -ის მიტრჩევნი.ძალიან შავივარდები რო არის,ხო  იცით?
-გაჩუმდიგოგო ,ნუ შტერაობ რაღაცას,შენზე ადრე მე ვკვდები იწქნება!    
      -ეგ გამორიცხულია!არა,ჯერ არ ვკვდები,მარა ისე გითხარით,ხო უნდა იცოდეთ.ბევრი ტირილიც არ მინდა,სიცილით შემოდით და გლოვას ნუ გამიმართავთ.ხო იცი,არ მიყვარს.   
       -ხო,ცეკვით შემოვალთ.    
       -არ შემოხვალ და  რო წამოგიხტები ფეხზე,ვნახავ მერე  რავარ ხასიათზე დადგები.
     -ამან მგონი მთლად გააფრინა.
     არა,ჯერ არ გამიფრენია,ჯერ ნამდვილად არ გამიფრენია.     
     თვალები დავხუჭე და წარმოვიდგინე,რომ ზემოთ ავფრინდი და  მტრედის გვერდით ფრთხილად დავსკუპდი.დავსკუპდი და ხელები ნელ-ნელა გავშალე,რათა მტრედი არ დამეფრთხო,როგორმე ხელებში მომემწყვდია და  გულში ჩამეკრა.მტრედი არ ინძრეოდა,იუყო და იყო ქანდაკებასავით.ხელები შემივხცვიე და ჯერ ფრთხილად,მერე კი  უცებ მაგრად ჩავიხუტე გულში და გავჩერდი.ტ.თვალებიუფრო მაგრად დავხუჭე,ორი მოზრდილი წვეთი სახეზე ჩამომიგორ
და და ლოყები დამმუშხა.გული ამიჩქარდა,ნელ-ნელა ვეშვებოდი დაბლა,უხმაუროდ დავდექი ხის იატაკზე...
     თვალები გავახილე.მტრედი ისევ იქ იჯდა გაუნძრევლად.,თავიც არ გაუნძრევია...მგონა ვერავინ ვერ ამჩნევდა მტრედს,არავის არ მიუქცევია ყურადღება.თეთრჩოხიანი ბიჭიც კი ვრერ ხედავდა,როგორ დარაჯობდა მისი სულის მტრედი,მისსავე ცხედარს...
     ...გარეთ კი აწვიმდა და აწვიმდა წითელ ვარდებს და ნაცრისფერი დღის კულმინაცია ახლოვდებოდა...
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი