უსათაურო


დრო ხომ ჰკვეთს და სდებს ბრალს ვიღაცის გულის ნაფიქრალს
და გარიჟრაჟს, მე  შენი ფანჯრის რაფაზე მდგარი ნამის მწამს.
გაურკვეველი მელოდიის სმენისა და მისი შინაგანად მღერის ჟამს.
სამარადისოდ ქცეული წვიმის წვეთების დანალექიც გგავს.
შენი ნარჩენების დანანგრევი
 და ხშირი თმების ქაოსური განლაგება.
ჩემს ფიქრებში უსახო სხეულები განახლდება.
მთვარესთან გაუსაძლის ჭიდილში  წარმოქმნილი აზრების  აბსურდული განგება 
სტრიქონები აზრობრივად ლაგდება
 ზღვის მოქცევა კი მთავრდება.
მთვარე ათვლის წერტილს მოსწყდება და ჩემს ფეხებთან მუზად დაგორდება.
მუზა მყისვე სანთელივით ჩამოდნება,
დაღვენთილი წვეთებიდან შენი თვალები აღმოცენდება.
დრო კი უკუსვლით მორბენალი ვეღარ ჩერდება.
ვეღარ შედრკება.
და გახევდება.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი