ერთი დღის ისტორია


ჩემი სახელია-მარი. ვარ 16 წლის. ვცხოვრობ სოფელში. მიყვარს მუსიკა, სეირნობა, სიცილი და ოცნება. ასევე ძალიან მიყვარს შემწვარი კარტოფილი და ზაფხულის ღამეები.
    ვერ ვიტან-შურს, ბოროტებას, წყევლას, უამინდობას. აგრეთვე ვერ ვიტან, როცა იდაყვს რაიმეზე მიარტყამ და ისეთი შეგრძნება გაქვს, თითქოს დენმა დაგარტყა. კიდევ ვერ ვიტან ვინეგრეტს და როცა საჭმელებში ხახვი ჭარბობს.
    ნათქვამია:-რამდენი ადამიანიც არის, იმდენი აზრი არსებობსო!.. მეც გამაჩნია ჩემი აზრები, მაგალითად, ჩემი აზრით, თუ მიწას ,,დედამიწას“ ვუწოდებთ, მაშინ ცასაც უბლნდა ვუწოდოთ ,,დედაცა,“ ის ხომ თავს გვახურავს და გვფარავს, ასე ვთქვათ-დედასავით „თავს გვევლება.“
    მე კიდევ, ერთი ასეთი აზრი მაქვს. აი, ხეები რომ ზამთარში შიშვლები არიან და ზაფხულში ფოტლებით შემოსილნი, ჩემი აზრით-ფოთლები ზამთარში უფრო საჭიროა მათთვის, რადგან ზამთრის სიცივე ნაკლებად იგრძნონ, ხოლო ზაფხულში თავიანთ მწვანე სამოსელში არ იხუთებოდნენ.
    მყავს არც მეტი, არც ნაკლებბი, ერთუ დედა, ერთი მამა. დედას ჰქვია  ნანა, მამას-ავთო
    ზამთარია.
    ჩვენ სტუმრად მივდივართ მამაჩემის ნათესავებთან, მაგრამ ვინ ვართ ჩვენ?!. მე-მარი, დედაჩემი, მამაჩემი, მამაჩემის ბიძაშვილი-გიორგი და მისი ვაჟი-ნოდარი. როგორც უკვე ზემოთ ავღნიშნე, ზამთარია, მაგრამ გინდ დაიჯერეთ, გინდ-არა, წამლად რომ გინდოდეთ, თოვლის ნასახს ვერსად მიაგნებთ. ის კი არა და ქურთუკები და პალტოები გავიხადეთ, მკლავზე გადავიკიდეთ ასე მივედით ჩვენი მასპინძლის ჭიშკართან.
    ვიძახით, ლამის აგვძვრა თავის ქალა ძახილით, მარა ვის ეძხი მერე? ვის ესმის შენი? არავინ არ არის სახლში.
    -წადით, ასე ქვევით დოუყევით, იქნება დეინახოთ ვინმე და კითხეთ, სად არიან ესენი!-დაგვასაქმეს მე და ნოდარი.
    სიმართლე გითხრათ, მე და ნოდარი არც ცოლს ვიცნობთ და არც ქმარს იმ ჩვენს მასპინძლებს, მაგრამ მაინც წავედით.
    -მეიცა! რა ქვია ქე დამავიწყდა, ვინ უნდა ვიკითხოთ?-გზიდან მოტრიალდა ნოდარი.
    -ანდრო ქვია, შე ცალტვინა! ანდრო მაღლაკელიძე!
    ჩვენ გზა განვაგრძეთ. მივალთ, მაგრამ სად, ვიცით?.. სად უნდა ეძებო ამ ჩვენთვის უცნობ სოფელში ახლა, ანდრო მაღლაკელიძე.
    -ე, ბიჭო! ეგერ ვიღაცა ქალი მოდის ეიმას მაინც ვკითხოთ რამე!-ვუთხარი ნოდარს.
    -მიდი და კითხე შენ! 
    ამასობაში ქალი მოგვიახლოვდა.
    -უკაცრავად, ქალბატონო!-შევაჩერე მე.
    ქალი გაკვირვებული მოგვაჩერდა.
    -ისიი… ჩვენ აქანა, იმისიი, ანდრო მაღლაკელიძის ატუმრები ვართ, მარა სახლში არ დაგვიხვთა და ხუ არ გეცოდინებათ სად იქნება?
    ქალმა უფრო დაკვირვებით აგვათვალიერ-ჩაგვათვალიერა თავიდან ფეხსაცმელებამდე, მერე არეულად და ენის ბორძიკით გაგვეპასუხა:
    -რა ამბავია… ჩემს თავა, შვილებო?!!-და ხელი ლოყაზე შემოირტყა.
    -თქვენს თავს რა ამბავი უნდა იყოს, ჩვენ ანდრი გვინდა, სტუმრები ვართ მისი.
    -კაცო, ანდრიას მეუღლე მე ვარ, მარა თქვენ ვინ ხართ?!.
    -ხოდა მისი მეუღლე თუ ხართ, ჩვენ სტუმრები ვართ დღეს თქვენი და წამობრძანდით ახლა სახლში, ჭიშკართან ჩვენი მშობლები გელოდებიან. საკუთარ სახლში დაპატიჟა მოულოდნელობისაგან დაბნეული მასპინძელი, ნოდარმა.
    ესეც ასე. ანდროა მეუღლე, ქალბატონი ლენა, როგორც იქნა ვიპოვეთ, მაგრამ ანდრო რომ შინ არ არის?
    -სამსახურში წევიდა ამ დილას და ხვალ დილამდე არ მოვა!-გამოგვიცხადა მასპინძელმა.
    -თფუუუ!.. რა მოგვარბენიებდა ახლა ჩვენე?!. ჩაიჩურჩულა გიორგი ბიძიამ.
    -ბიჭები საღა არიან წასულები? - სალაპარაკო თემისათვის იკითხა დედაჩემმა.
    -მ… მ… მ… არ არიან სახში, თბილისში არიან წასულები ორივეი. ძლივს მოაბა სათქმელს თავი ქალმა.
    სანამ ჩვენ ტელევიზორს ვუყურებდით, მასპინძელმა სუფრა გაგვიშალა და სადილად მიგვიპატიჟა.
    წამოსვლის დროს, სოფლის ბოლომდე გამოგვაცილა.
    -კაის იზამთ, თუ ამეირბენთ მერე ჩვენსკენ.-უთხრა დედაჩემმა დამშვიდობებისას.
    -რას ამბობს ეს ,კი მარა. მაგენი რო იქანა სირბილით მოსულები დევინახო, კი არ გადევირევი?-ჩავჩურჩულე ნოდარს.
    სანამ მთავარ გზაზე ჩავედით დაბინდდა.
    გავჩერდით გზაზე. ველოდებით ავტობუსს, მარა სად არის ავტობუსი?.. ვხედავთ მარშუტკა მოდის.
    -ე, ბიჭო! ეიმას მაინც ოუწიოთ ხელი, იქნება გააჩეროს და პატარაზე მაინც წაგვიყვანს!-ამბობს გიორგი ბიძია.
    გაანებე, ფეხით წევიდეთ, არ ოუწიო ხელი!-ეუბნება ნოდარი და წასასვლელად ემზადება.
    ფეხით მივუყვებით გზას. ამასობაში კარგადაც დაღამდა. მამაჩემს გზაში უწია ღვინომ და როცა ჩვენი სოფლის გზას მივუახლოვდით, სადაც კარგ ლაფოს დაინახავდა, მაინც და მაინც იქ მოუნდებოდა ხოლმე ჩაწოლა. ამ დროს ყოველთვის გიორგი ბიძია ცდილობდა მისი ლაფოდან ამოყვანას, რომელიც სულ რამოდენიმე წამში, მამაჩემის გვერდით აღმოჩნდებოდა-ხოლმე. ასე, რის ვაი ვაგლახით მივაღწიეთ სახლამდე. 
    შევედი სახლში და ავანთე სინათლე, მაგრამ…ეს ვინ არის?
    -ვაი!..მიშველეთ!... მიშველეეეეთ!...
    -რა იყო გოგო?!-კარებში შემეფეთა დედაჩემი.
    -ვინცხა არი გონია, სახში!
    დედაჩემმა ხელი ჩამჭიდა და ძალით შემიყვანა ოთახში…
    ოთახში რომ შებედით, დედაჩემა სიცილი აუვარდა და კარებში ჩაიკეცა.
    მერე…
    მერე მეც გამეცინა ჩემა საქციელზე, რადგან ის ვიღაცა, ტალახში ამოსვრილი მამაჩემი აღმოჩნდა.
    ასე დასრულდა ჩვენი იმდღევანდელი, ცოტა არასერიოზული ამბავი

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი