❤️
გავიყინე.... არა სიცივით არა! ეს არც ის გაყინვაა მიცვალებულები რომ გრძნობენ. ეს სულ სხვა, ემოციურად გაყინვაა. სიცხიანი ვწევარ და ვიწყებ ფიქრს, თუ რა გადამხდენია მთელი 20 წლის მანძილზე... შედეგი სულის გამყინავია. ყველა დღე, ყველა წუთი იმედგაცრუებას რომ გიქადის რაღა დაგრჩენია? თუ არა ემოციურად გაყინვა.... ირგვლივ რომ ყველა ბედნიერია, შენ კი უაზროდ წევხარ ერთ პატარა ოთახში და არ იცი რა დროს წაგსკდება ცრემლები... არა არ გშურს სხვების, ეს უბრალოდ შენი საკუთარი უბედურებაა რომელიც სხვას არ უნდა მოახვიო, უბრალოდ არ გაქვს ამის უფლება...დამღლელია...იცი ჩემო კარგო როგორი დამღლელია?! აი ისეთი რომ გინდა უბრალოდ სიკვდილს შეუერთდე და ცის ნაწილი გახდე, ტკივილისგან შორს..... მილიონობით ცდა რომ წყალში ჩაგეყრება, რომ ხვდები რომ დედამიწაზე შენი წილი ბედნიერება არ არსებობს, და რომ ხვდები რომ იმ ადამიანთა სიას მიეკუთვნები ვისაც არასდროს ექნებათ ოჯახი, არ ეყოლებათ შვილები...უბრალოდ გადაწყვეტ დანებდე, დანებდე და მიჰყვე ცოცხალ-მკვდარი ამ ცხოვრებას... ჰო, ხანდახან გაიცინებ კიდეც, მაგრამ შენ გარდა არავის ეცოდინება რის ფასად გიჯდება ეს სიცილი... როცა შინაგანად კი არ იმსხვრევი, არამედ უკვე დიდი ხნის დამსხვრეული ხარ... უბრალოდ დგები და მიდიხარ, მიდიხარ რადგან ალბათ არსებობს ზღვარი, რომლის იქითაც ყველაზე ძლიერებიც კი ვეღარაფერს გრძნობენ....
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი