ბებოს კოკით წყალი მოჰქონდა
.................................................... წლებს დრო კი მორეოდა,მაგრამ მოგონებებს ფერი არ შეცვლიათ. ბებოს წყარიდან კოკით წყალი მოჰქონდა ლოცვით,დაღლას არც შეიმჩნევდა მხარზე კოხტად შეიდგამდა, წყალი არ ქონდა სოფელსა და ხევში სარეცხი ჩაჰქონდათ.იქვე ქვაბები შეშაზე,სამფეხეზე შემოდგმულები .. ხარშავდნენ ,აფითქინებდნენ თეთრეულს აქათქათებდნენ და "კრახმალით "გახამებულებს კარადის უჯრაში ,გატკიცინებულებს შეინახავდენენ. ბებოს წყაროდან წყალი მოჰქონდა, ობლების გამზრდელი ოთარაანთქვრივს ჰგავდა.. ბიდონებს დაგვირიგებდა ყველას ჩვენი ზომისას და სოფლის დუქანისკენ წინ გაგვიძღვებოდა,ვყიდულობით ნავთს,სანოვაგეს და დიდ გზაზე ყველანი ერთად, დეიდაშვილები და დედმამიშვილები ერთად მოვეზიდებოდით სახლში,გზადაგზა ვისვენებდით, ბებოს თვალები სევდიანი იყო ყოველთვის..ასე გადიოდა წლები...დავიზარდეთ,ტყემლის აკრეფა და თხილის გროვება გვიძნელებოდა,მაგრამ ბებოს ხათრით მაინც ვავსებდით კალათებს,გოდრებს,მერე ველებზე ლაღად დავრბორდით, ხევის წყალში ვთევზაობდით,ვჭყუმპალაობდით. ეს დრო არასდროს ხუნდება,არასდროს ბერდება, ჩვენ კი უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტი განვლეთ. მერე ,ონკანიც არის ეზოში,გზაც გაიყვანეს,შუქიც აღარ ქვრება, ლამფებიც აღარ გვჭირდება,ყველაფერია... ბებო კი არ არის..ბებო!!! სათნო და საყვარელი ადამიანი. სოფლად გატარებული ზაფხულის თვეები ჩემი საგანძურია. წარსული_აწყმოსა და მომავლის ლამაზი შუქურაა. მ.დავლაძე 25.06.2018
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი