ზღვასთან
ზღვის მოლივლივე ტალღა, უკიდეგანო ზოლი, უნაზეს ფიქრთა წვიმა, და აღმაფრენის წამი. აქ მივჩვეულვარ ლოდინს, აქ დავხატავ და შევქმნი, აქ ულამაზეს რითმას, გავითავისებ ლექსით. ულამაზესი ხედი, მზის სხივთა მწველი შუქი, ეალერსება,კოცნის, ლივლივა ტალღებს ზღვისას. ტალღის ხმაურის რიტმი, კვლავ აჰყოლია რითმებს, და სასწაულის ზღაპრულ იდილიასთან მიწვევს. ვხედავ ჩამოშლილ ფიქრით, აჩრდილს მილეულს ზეცად, ნუ იბოგინებს სევდა, ნუ წამოდგება ზევსად. პალმების მწვანე ჯარი, თვალის საწიერს ართობს, მომეძალება ფიქრი და ჩაიღვრება სითბოდ, გავლაღდები და ვიტყვი, ზღვაო, მაჩუქე ზეცა, მოვეფერები ტალღას, ნაზად ვუგზავნი კოცნას.(მ.დავლაძე)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი