მომეგებე ნიავო


...............................................
რიჟრაჟამდე ფიქრებში მინდა ვიხეტიალო,
დღის ტვირთისგან დავღლილვარ,
მომეგებე ნიავო...............................
ბროლის კოშკს ვაშენებდი,
ვინ გაიგებს,რა მოხდა......................
თეთრი ნისლის ღრუბლებზე
ძვლივს გიპოვე,ცა მოსკდა..............
წვიმის თქეშის გუბეში ძვლივსღა გამოვიარე,
უკვდავების წყაროსთან გული შემომაგებე,
სამოთხის ბაღს შემპირდი,
დაუჭკნობელ წალკოტის,
ღამის მდუმარებაში კარგად ვერც დაგაკვირდი.
ვერ გიპოვე,ვინა ხარ,მე მას შემდეგ დაგეძებ,
შუქით მივსებ თვალის ჩინს,
თეთრი ნისლის მორევზე,
იების დრო მოსულა,გაზაფხულის სურნელით,
თვალი მზისკენ მიჭირავს,შენ დაგეძებ
მის შუქზე......................................
ანგელოზის ფრთები აქვს,სიკეთეს და სილაღეს,
ვიცი რაც სიკეთე მჭირს,შენ მიგზავნი
ყოველდღე.......................................
ხეებს შემოდგომაზე ბოლო ფოთლის კვნესა ჭირთ,
მარტის თოვლზე ნაკვალევს, შენს იმედად დავამჩნევ,
ლურჯი ცის კაბადონზე,დრო წვალებით გასულა,
ბედნიერი წუთებით წლები შემოსაზღვრულა.

რიჟრაჟამდე ფიქრებში მინდა ვიხეტიალო,
დღის ტვირთისგან დავღლილვარ,
მომეგებე ნიავო...............................
მ.დავლაძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი