შემოდგომაა


ხავერდოვან ფერს წასვლია ნირი,
მწვანე ფოთოლთა ფერწასულ ხედვას,
აუტაცნია ბუნების განცდა,
და მარადიულ დროს მიუყვება.

ფოთოლცვენაა,
ნიავის რხევა,
ააფარფატებს ფოთოლთა ჯარსა.
და გაფრინდება როგორც პეპელა,
უკანასკნელი ცხოვრების დღეთა.

პარკის ხეივანს მივყვები უბრად,
ჭადრის ფოთოლთა ურიცხვი ხროვა,
მიმოფანტული ტბის პირას ელის,
,უსაზღვროების ნუგეშს და კვდომას.

ფოთოლცვენაა.ფოთოლთა კვდომა,
,ქარი ფარფატით მიაფრენს მორცხვად,
ნაზად ეხება ჯერ მწვანე მინდორს,
ფარფატებს,ნისლში ოცნებას მალავს.

ფოთოლთა ყმითელ აღლუმზე მოდით,
,ყველამ იხილეთ ბუნების წესი,
ყველგან,ყოველთვის არსებობს ერთი,
ბუნების კანონს განაგებს ღმერთი....მ.დავლაზე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი