ღამის განაჩენი
შემოდგომის ფერმკრთალ დღეს, ერთ სულში ჩავეტიეთ ორნი, გავერთიანდით თითქოსდა ისევ, როგორც ჰაერი გაუმჭირვალი. დანისლულ ქუჩას მივუყვებოდი, და როცა გრძნობა სიძულვილს ფლეთდა, შენ მომეგებე იმედიანი, და გააძევე სამყაროს სევდა, სიზმრად ნანახი ისევ გამართლდა, წუხელ დარდით რომ გაგთოშე კარგო, მე მაპატიე,გთხოვ მაპატიე, უფლება არ მაქვს მიყვარდე ალბად, დანისლულ ზეცას ავხედე რიდით, და შეგაწუხე ჩუმი ბოდვებით, სისულელეა სიტყვებით კოცნა, შენი თვალები მეტყვის ყველაფერს, შემოდგომის ფერკმრთალ დღეს, ერთ სულში ჩავეტიეთ ორნი, და სიყვარულით გაჟღენთილ, ღამის განაჩენს ველი..(მ.დავლაძე)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი