დადექი მზეო!
.............................................................. მე უნდა ვწუხდე,ვდარდობდე,ვშფოთდე, წუხილს წუწუნად ნუ ჩამითვლით... დღეს ჩემს მიწა-წყალს ჭრელ ფარდაგზე ძველი ჟამის კვალი მოეცხო. რატომ ან რისთვის.???..ბნელეთისკენ მივექანებით... წინაპართა კვალს ,განვლილ ტანჯვას რად არ ვიხსენებთ.... ძნელი ისაა,რომ გრძნობა მიწის, სანატრელის და საფიცარის გადავთელეთ...მიწა ზანზარებს…. აჭარის მთებო! ზღვაო,ხმელეთო, ლაჟვარდო ცაო ...ჯავრით ავსილა ჩემი სული, არ გაყუჩდება გულის ტკივილი........... მოწამლულ დროის ნაფეხურებს ნუღარ მივყვებით! გამოვიღვიძოთ!......................................... მაღალო მთებო, ყოვლად წმინდა საფიცარნო ჩვენი მხარისა....დიდება თქვენს გამძლეობას და მოთმინებასა! შევჩერდეთ წამით...მოვუსმინოთ კლდეთა გოდებას, თამარის განვლილ ნაფეხურებს მივყვეთ თამამად, წმინდა მარიამს,წმინდა ნინოს ნაკურთხ მიწაზე გვმართებს მომავალ თაობისთვის გზების გაკვლევა. ცოდვის ფესვებით ნუ გავმრავლდებით...ჯვარით ვიაროთ, სინანულის კვირტს ნუ ვახარებთ რწმენის იარად, ბრძენთა ნაკვალევს მოვეფეროთ ქრისტეს მიწაზე, წინაპართ ნახნავ მიწის ხნულებს ნუ გადავთელავთ. მე მომიტევეთ ჩემი კვნესა,გულის წუხილი, იმედის წყაროს მოჩუხჩუხეს დავჩერრბივარ, ათივე მცნება ზეიმია ჩვენი სულისა, რადგან ჩვენსავით მას ვერავინ გაუფრთხილდება! მზემ დლალები დიდაჭარას გადმოულოცა, წმინდა ანდრიას ნაქადაგევს მადლი აპკურა, ღმერთო ! რა ტკბილი,ძლიერია ჩვენი მამული, ყველაზე ნათლად წარსულსა და მომავალს ვხედავ! დღევანდელ დღეთა ისტორიის ფუძე და დედა, შვების ტაძარი, სალოცავი უფლის მირონით, რაც ცხელი სისხლით შეუღებავს ჩვენ მამაპაპათ, ქრისტეს მოძღვრების დასაცავად ,რწმენად,იმედად. დროა ძვირფასნო დავაღწიოთ თავი ამ დილეგს, დადექი მზეო..მოანათე სიყვარულის მთებს! მე მუხლმოდრეკით გევედრებით...გთხოვთ პატიებას, ღორჯომის მთებო,დიდაჭარავ,მამულო ჩემო, ნება მომეცით მოგიშუშოთ ყველა იარა. მ.დავლაძე 2012წელი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი