ჩაკეტილ კართან
ჩაკეტილ კართან შეჩერდი წამო, იმ კარის მიღმა სინათლეს ველი, გული უამრავ ყალბ მოფერებას გამოქცევია,შიშებს გაურბის. მთვარე ანარეკლს მინაწილებდა, დარდს ვაცილებდი...იარას გულზე თქეშად ეშვება ნვიმის ღრუბელი, სველ სხეულს თითქმის ვეღარ შევიგრძნობ...... დეკემბრის ქარებს,სუსხიან დღეებს, გაჭორილ დღეებს ვიღებ უბიდან, ცარიელ ცაზე წითელ ზოლივით ეწეპებიან ფიქრები ღამეს. გულზე პირღია ჭრილობა კვნესის წარსულ ექოდან მოუშუშებელს, ვეღარაფერი განკურნავს ისე როგორც შეცნობა რეალურისა. დგეხარ და ფიქრობ,ვინა ხარ ნეტა... საიდან მოხვალ და სად მიდიხარ... გული უამრავ სიყალბეს ებრძვის, ასე გრძელდება დასაბამიდან. ჩაკეტილ კართან შეჩერდი წამო, იმ კარის მიღმა სინათლეს ველი, უშენოდ ვგავარ შეშლილ სამყაროს, გულზე პირღია ჭრილობა კვნესის. მ.დავლაძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი