ვსაუბრობდით
ვსაუბრობდით... ქუჩას წვიმის რითმა აგრილებდა და ოხშივარს ამოვარდნილს ქვაფენილთან ნაცრისფერი ფიქრის მსგავსად ჰაერს მცირე უჯრედებით აჯერებდა. ვსაუბრობდით....წვიმა შეწყდა. მზის სხივები თვალში სითბოდ ჩაიღვარა...ვერც ვამჩნევდით დრო ერთი დღის მოგონებად, როგორ იქცა როგორ უხმოდ გაიპარა.... ვსაუბრობდით...დარდს და ნაღველს, დღის წუხილზე,მომავალზე,სიყვარულზე, ყველა ფერზე.....აკინძულზე დოგმებს ვიცავთ და ვერც ვხვდებით, რომ სათქმელით ის არ ითქვა, რაც რომ ნაღდად უნდა გვეთქვა. ვსაუბრობდით...და გვესმოდა ერთმანეთის გულის ცემა..ვერ მივედით იმ აბსტრაქტში,იმ ზღვარზე და პაუზაზე რაც სიცოცხლის ერთი დღისთვის თუნდაც ღირდეს და ფასობდეს, რომ ეს ფასი ისევ აღარ გადაფასდეს. ვსაუბრობდით...მოვეფერეთ ჩვენ ერთმანეთს და თვალებით რაღაც ითქვა, ის რისი თქმაც მართლა ღირდა. გარეთ წვიმდა,.. ქუჩას წვიმის რითმა აგრილებდა და ოხშივარს ამოვარდნილს ქვაფენილთან ნაცრისფერი ფიქრის მსგავსად ჰაერს მცირე უჯრედებით აჯერებდა. მაყვალა დავლაძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი