დღეს მეამბოხე ვარ


დრო ქარიშხალია,მას ვერ შეაჩერებ,
დროს ნუ მივენდობით ბრმად.
ბათუმის თეთრ ქუჩებს
დრომ გადაუარა და ჩვენი
ქალაქი იდუმალს ჰგავს.
დღეს მეამბოხე ვარ და
მინდა გამიგოთ,მინდა შევაჯერო
მიწა და ცა.მინდა ღამეები
თეთრად გავათენო.თეთრ
ქუჩებს შემოდგომის სურნელი რთავს.
ვდარდობ ჩემს მიწაწყალს,
ჩემს ქალაქს მადლიანს,
წუხილის ლაბირინთებს
ვერ ვაღწევ თავს.
სხეულზე შემომაცვდა
თითქოს ტანსაცმელი.
დარდიან ბოჰემით კვლავ
ვებრძვი თავს.და იცინიან
გამხმარი ფოთლები..
თეთრი ქუჩები,ლურჯთვალა ზღვა.
სინანულს მრავალჯერ გოლგოთას
ავყავართ,მერე გვავიწყდება
წარსული კვლავ.
სველი ფანჯრებიდან შუშის ანარეკლზე.
ქარი შლეგი ფრენით ავედრებს ხმას,
დღეს მეამბოხე ვარ და მინდა
გამიგოთ..მინდა შევაჯერო მიწა და ცა.
მაყვალა დავლაძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი