სიყვარული ვალად
საუბარი მომენატრა შენთან, შორს წახვედი,როდის დაბრუნდები, ზღვის ნაპირებს გამოვატან კოცნას, ზღვის სივრცეში უხმოდ გავდარდები. გავიხსენებ ჩემს ბავშვობას ზღაპრად. დავბრუნდები ულამაზეს დროში, რაღა დროის სიყვარულზე ფიქრი, დილის მზემ კვლავ შემომარტყა სხივი, რაღა დროის შიში წლების სევდის, აბეზარი კითხვებისგან ვიწვი. შენ არ გესმის,გულს არ ესმის,მაგრამ შემოდგომამ გააყვითლა ფიქრი. უსაშველო სურვილი მაქვს ფრენის, სიყვარულის მზე ჩავხატე გულში, ეს სხეული დღეს მეკუთვნის ვიცი, გავა დრო და მიმატოვებს ისიც. საფეხურებს ცხოვრებისას ვითვლი, დამიბრუდა კვლავ განწყობა რითმის, დავისესხე სიყვარული ვალად, და არასდროს დაგიბრუნებ ვიცი. მ.დავლაძე
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი