ბავშვობა


ქვიშაზე ფეხის გულები მეწვის,
ფეხსაცმლის ლანჩი გამდნარა თითქოს,
,დროის შეგრძნებას ვერასდროს ვერ ვგრძნობ,
მზე ხრუკავს სივრცეს და ზღვისკენ მიხმობს...
ბავშვობის ხანას ვიხსენებ ისევ..
დედამ თერმუსით ,პლედით და ჩანთით
ამოირჩია წვრილი კენჭები,
რომ არ გვეტკინოს ფუმფულა ხორცი..
და სიყვარულით გვაპურებს ბალღებს .
მზის სხივთა კოცნით ვისუნთქავთ სივრცეს.
დავტანტალებდით სანაპიროზე
და ვაშენებდით ქვიშისგან სახლებს.
სველი სხეულით რომ ვკნკალებდით გალურჯებამდე...
და არც არავინ საუბრობდა ზღვის და სხივების მეტაფორაზე.
ქვიშაზე ისევ ნაკვალევს ვამჩნევ,მაგრამ ეს უკვე სულ სხვა ფილმია,
ის გემო აღარც ზღვის სურნელს არ აქვს
მზე კი მხრუკავს და მახსენებს წარსულს...
ქვიშაზე ფეხის გულები მეწვის...
მ.დავლაძე 08.06.2018

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი