დღეო თილისმავ


ფიქრებმა შენთან წამომიყვანეს,
გვიანი ღამის მდუმარებაში,
კარგა ხანია ძინავს სამყაროს,
ვარსკვლავთა ნათელ გალერეაში.
ვით ქვიშით სავსე უდაბნოს ხნული,
დამსხვრეულ ფრთებით ვეღარ დავფრინავ,
ეს ლექსიც ღამემ მაჩუქა თრთოლვით,
ეს რითმაც გრძნობამ გამინაწილა.
უკვე შენთან ვარ ჩემი ფიქრებით,
და აბსურდია ღამის ფერხულში,
მდუმარე სუფრას კაეშნით მივსებს,
ვსვამ სადღეგრძელოს უთქმელ დარდების.
ჩემი ფანჯრიდან გასული შუქი,
გზას ანგელოზებს უნათებს მხოლოდ,
რადგან,იქ სადაც არ სახლობს არვინ,
ეშმაკეულებს არ მივცეთ ბინა.
ნათურის ირგვლივ პეპელა დაფრენს,
სიმყუდროვე კი უბრად დამცინის,
შემომეჩვიე კვლავ სიმარტოვემ,
ფერის წასვლია მინანქრის ჩითილს.
ყური მივუგდე ტკივილთა ჩივილს,
დარდს მინდა წყალი გადავუწურო,
გავწვალებულვარ ქარით და თქეშით,
დღემდე რომ სულში ბოროტად სახლობს.
ხვალის დღეებს კი სჭირდებათ შუქი,
მზის სიყვარული უკიდეგანო,
კარზე მომდგარა ჯიუტად ეშმა,
თავდარქმულ ფიქრებს მომსტაცებს უხმოდ.
მთვარის ნაწნავებს იხუტებს ზეცა,
თავისუფლების მარადი სევდა,
ბედნიერებავ ისე ახლოს ხარ,
ჩემი თვალები ნეტავ რას ხედავს....
ჩრდილი მოფრინავს ველური ხმალით,
თავისუფლება უნდა წამართვას,
დღეო ჩავლილო უმისამართოდ
უნდა გამიყოს გზა და სამყარო....
დღეო ჩავლილო მოგეფერები...
ღამევ გავუძელ მე შენს ცდუნებებს,
უკვე მიყვარხარ..........................
უკვე მიყვარხარ........................
გათენებულო სიცოცხლის წუთო...
დღეო თილისმავ..
.შენს შესახვედრად შემდგარა წამი..
და დროთა მრიცხველს გადაებარა
უთვალავ სულთა წუთების ბწკარი...

ფიქრებმა შენთან წამომიყვანეს,
გვიანი ღამის მდუმარებაში,
კარგა ხანია ძინავს სამყაროს,
ვარსკვლავთა ნათელ გალერეაში.
მაყვალა დავლაძე

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი