574820056820
სილუეტთან არეკლილი სახე ტოტებს სქელი ბინდი ფარავს, ოდეს შენ თუ მქრალი გნახე ეს ფიქრი კი დღემდე მზარავს. შენობათა მწკრივ წყობაში ბგერა შენი ცივი სიტყვის, მჭკნარ დალეულ ოცნებაში სნეულ თოვლთა ფიფქი იტყვის. რახანია ვუსვამ წერტილს საწყისს ვერ უძებნის თვალი, ვერ ვუგზავნი ტოტებს ჩემს წილს შერჩა ზეცას თოვლთ ნაკვალი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი