მეგონა, რომ მართლა ...
მეგონა, რომ მართლა მიცნობდი, მე სული შეგახე შიშველი, თუმცა კი ვგრძნობდი და ვიცოდი, ვიცოდი რომ ვეღარ მიშველი. დავლაშქრეთ გრძნობათა ბაღები, და მაინც ვიყავით მე და შენ, ვიგრძენი ზღვა იალაღები, გულიდან გაწურე ზედაშე. ვარსკვლავებს ვკრიფავდი თამამად, ბავშვური ცრემლები მდიოდა, და გვზრდიდა ციური მანანა, და უხვად მანანა ცვიოდა. და მთაში ტაძარი ვაშენეთ, თოვლივით თეთრი მაღალი, მე სული შიშველი გაჩვენე, იისფრად გამონაყარი. მერე კი მეგონა მიცნობდი, და ახლა სიშიშვლის შემრცხვება, მაშინაც ვგრძნობდი და ვიცოდი, რა არა? თუ რამე მეშლება...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი