ასე რას მოთქვამენ ...
ასე რას მოთქვამენ ეს ხმელი ჭადრები, მითხარი, ფიქრები ასე რამ არია, დანებდი, მერწმუნე ვერაფერს გახდები, უბრალოდ ასეთი თავნება ქარია. და მახსოვს იმ ღამის ფერადი სიზმრები, და ცისფერ ტაძარში შენდობის ზარია, ათასჯერ, და მაინც ვერაფერს მიხვდები უბრალოდ ასეთი თავნება ქარია.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი