დაგესიზმრები
დაგესიზმრები, ფოთოლცვენის ბაღის კარებთან, გაძარცვულ დღეებს ეს ნუგეშად მოეფინება. ბაღთან ჩაივლის `გლოვის ზარი, თეთრი კარეტა”, დაგესიზმრები, მერე ჩუმად აგეტირება. მოვლენ ჩრდილები, უსახელო სახის პროფილით, და მთვარის მტვერი ვარდის ფურცელს ცრემლად ედება, გამახსენდება შეხვედრები, ყალბი, ორპირი, და ღვთისმშობელთან შემოდგომის ჩუმი ვედრება. დავწერ ამ სიზმრებს გამოვაფენ სულის სარკმლიდან, შებინდებისას მთვარის ცრემლი დაეწვეთება, ღმერთო, ამ წუთას არაფერი მართლა არ მინდა, ახლა ეს არის ერთადერთი ჩემი ვედრება.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი