მე სხვა ...


მე სხვა მეტი არაფერი მაბადია,
მხოლოდ გული, ლოცვად ქმნილი სანთელი,
თუ უფალმა ყველა ცოდვა მაპატია,
თუ არ დამრჩა აღსარება სათქმელი...

მე სხვა მეტი არაფერი მაბადია,
ჩემი სულის გაზაფხული სხვა არი...
სიმარტოვე უკვდავების აღმართია
და სიჩუმე _ მონატრების ტაძარი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი