იქ ...
გეძებდი არსად და ლოდებში მოთქვამდა ქარი, და გულში მაინც შეხვედრას რომ მაინც მპირდები, გადავაბიჯე, აღარ დამრჩა მეტი საზღვარი, და ალბათ წუთით შემაჩერებს პირამიდები. დუმდა ხეოპსი უდაბნოსგან სახით დაღლილი, და ნეფერტიტის უცხო პროფილს ვაყოლებ თითებს, მთვარემ გიზაში მოწამლული იგრძნო მახვილი, იქ აიეტის წარმოშობა მივანდე ზვირთებს. სად ხარ ჰელიოს, გამინათე ამ დღის წყვდიადი, მე ვნახე სინაც,მაგრამ რჯული ვერ შევიმოსე, იქ ღმერთი იყო, ათი მცნებით ზღვა და დიადი, მერე ნილოსმა გამორიყა პატარა მოსე. მე შეგხვდი არსად, შეგხვდი ყველგან და კიდევ ჩემში, თუ არა ხატი, აღმართული დატოვე ნიში, და დიდი მოსეს ცხელი ცრემლი მეჭირა ხელში, და კიდევ რაღაც, თუ არ ვცდები მაცხოვრის შიში.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი