მხატვრები
გამოფენას მოაწყობენ მხატვრები, მერე რიგში დგომა გიწევს დიდხანს, ამ დროს ისე, ჩემთვის მომენატრები, მოგეწონა? გვერდით ვიღაც მკითხავს. მომეწონა-თავს დავუქნევ რიდით, ნახატებსაც თვალს მოვავლებ თითქოს, გზას დავუთმობ თქვენ პირველი მიდით, ოღონდ ისევ არაფერი მკითხოს. ტილოებსაც აწერია შუბლზე, ,,სიმარტოვე", ,,შემოდგომა", ,,მთები", მეც ვდგავარ და სულელივით ვუმზერ, და ერთ რამეს უსათუოდ ვხვდები... ნახე, მუცოს როგორ ჩნდება დილა, და მეტეხთან სიმარტოვის ჭადრები, სოფელში კი კუნელა და რცხილა, უკეთესად დახატავენ მხატვრები?..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი