ეს არ იყო უბრალოდ ...


ეს არ იყო უბრალოდ მოლანდება ჩვეული,
და არც ახლადმოსული ყვავილების სინაზე,
არც სიყვითლე _ ნოემბრის მომაკვდავი სხეული,
მზე კვდებოდა დიდი ხნის ცოდვილ დედამიწაზე.

ეს არ იყო დამღლელი განშორების სურვილი,
ვარსკვლავები მოედო სიყმაწვილის აღმართებს,
არ მტოვებდა უდაბნოს იისფერი წყურვილი,
ჩემი სულის პერანგი _ ლოცვის ძალა წამართვეს.

ეს არ იყო წარსულის ღამისფერი თარეში,
და არც სევდისთვალება პატიების სინაზე,
მზე ანათებს ბავშვობის მარადიულ მხარეში,
რეკავს ჟამი განკითხვის ცოდვილ დედამიწაზე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი