მერე
რაღაც ოთხი დღე და მერე.. მერე?
მერე ახალი წელი დადგება.
ალბათ იკმარებს ეს გული მერე,
დამშვიდდება და ალაგს ჩადგება.
მერე გვეწვევა ბედნიერება
ყველა გზიდან და ყველა შუკიდან!
წამოვა ღვარად გულების სითბო
და სიხარულის ცრემლი უპიდან.
მეკვლე იქნება ნანატრი დილა,
ისეთი,ადრე რომ არ ყოფილა!
გვეტყვის,რომ შვება ჩვენ გვისაჩუქრა,
რომ სილამაზე ქვეყნად მოფინა..
მერე იქნება ახალი წელი,
როგორც ზღაპარში-ნაოცნებარი!
გადაირევა ის წელი სულაც,..
მერე მოხდება საოცრებანი!
იმ წელიწადში ერთად ვიქნებით
მე შენ და.. კიდევ ბედნიერება!..
ჩვენი ოცნებით,ჩვენი ფიქრებით
ჩვენი იქნება ქვეყნიერება!..
რაღაც ოთხი დღე და მერე!.. მერე?
მერე ახალი წელიც კი მოვა.
ვიქნები მე და, იქნები შენ და..
და მთელი ღამე იქნება თოვა!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი