* * *
ჰო,მიდი იარე. გეგონოს ჯერ კიდვ,ვინმე დაგიამებს მტკივნეულ იარებს; ჰო,მიდი, იარე. ჯერ კიდევ,ნუ შიშობ-ბორანი მიგორავს,სოფელი ტრიალებს; ჰე,მიდი,იარე. ვინძლო,მოერიო ყველა აუგებსა და ყოველსა ტიალებს; ჰე,მიდი,იარე. ცხოვრება წამია და.. ვინემდის ანათებს და ვინემდის ციალებს; ჰო,მიდი,იარე. გეგონოს კვლავ კიდევ,ვინმე დაგიამებს მტკივნეულ იარებს. იარე,იარე!..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი