მომენატრები!


მომენატრები გაზაფხულივით!
ძებნას დაგიწყებ სისხამ დილაზე.
მოგნახავ სადღაც, უდაბნოს კიდეს,
პირამიდებში,ყვითელ სილაზე..
   მომენატრები,ვით შემოდგომა,
   თითქმის გაუძლის ზაფხულის ხვატში.
   წავალ, დაგძებნი ეკლესიაში 
   და შენს სახებას შევიცნობ ხატში!.
მომენატრები რაღაც უზომოდ!
ზღვარგადასული საამო ნდომით.
ფიქრში მოგნახავ,თავადაც მფიქრალს,
მოგიალერსებ კრძალვით და კრთომით..
   მომენატრები გაგიჟებამდის!
   და მოთმინებას ვეღარ შევიძლებ!..
   მოვალ შენს ნახვად,დაგეწაფები
   და გაჩერებას ვეღარ შევიგრძნებ!..
მ ო მ ე ნ ა ტ რ ე ბ ი!!!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2026

Facebook Telegram კონტაქტი