პირველი თოვლი
გადმოდგები აივანზე დილით სისხამ და თოვლისფერ თავშალს თავზე წამოისხამ. თოვს, თოვლია, მზის სხივები ისევ გრთავენ, შინ რა გინდა, გარეთ გამო, მეგუნდავე. შენთან მინდა გუნდაობა, სხვასთან არა, მოიხედე, თავშლით სახეს ნუ იფარავ, მოვალ ჩუმად და შენს დალალს მოვიპარავ. გინდ გაჯავრდი და მთუთქავდეს შენი რისხვა, მაინც გეტყვი: მითხრეს, თურმე ჩემი ხნის ხარ. რად გაწითლდი, ჩემო ხვითოვ, განა შეგრცხვა? რა ვქნა, გოგოვ, სულ დამთუთქა შენმა ცეცხლმა. თოვს, გეძახი, მემალები და დარდით ვწევ თუთუნს, ნუთუ აღარ გებრალები, არ გიყვარვარ ნუთუ?
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი