ყველამ მიმატოვა...
ტყემ გაიგო ჩემი ამბავი, ჩემი დიდი სირცხვილი, ჩემი დიდი შეცდომა, რომელსაც ვერვინ მაპატიებს. და აქვითინდა პატარა ბუჩქი, შიშისგან წაიქცა და ვეღარ ადგა, ხეს კი ტოტებმა მიატოვეს, ხე დარჩა სულ მარტო, მარტო, იქვე დაბერდა, და იქვევე წავიდა. ყვავილები დაიმალნენ, ჩემს მოსვლაზე გარბოდნენ, ბალახს ფერი შეეცვალა, და ისიც მალე გაქრა. ჯანზე მოსული ლომი დამხვდა, თითის განძრევა ვერ გაბედა, იგი იცოდა ყველაფერი, მაგრამ თქმას მე ვერ მიბედავდა, ჩუმად ნელა წავიდა, და ისიც იქვევე გაქრა. თურმე მთელი ტყეც ასევე გაქრა და წავიდა, ყველა წავიდა, ყველა გაქრა მე კი დავრჩი ასე მარტოდ, ჩემს ირგვლივ კი არავინ არ იყო, მე ვიდექი არაფერში, მაგრამ თვით არაფერიც მე ვერ მპატიებდა, და ვუთხარი მე არაფერს "მეც წამიყვანე! არ დამტოვო! ნუ მაწვალებ! მე არ მინდა ამის ცოდნა, ამას მე კი ვერ დავივიწყებ!" მაგრამ არაფერი არ მისმენს და ისევ მარტოს მტოვებს, იცის რომ მე ვერ მოვიკლავ ჩემ ურჩხულან თავს! ერთ ადგილას ვდგავარ, განაბული, არც არანაირი ხმა არ არის, და არც არსება...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი