ისევ მიყვარხარ
ისევ მიყვარხარ
სინაზით, მთებზე ნისლს მიჰგავხარ
ამ გულში ქარულად მოვარდი,
მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ
წვიმამდის, ქარამდის, თოვამდის.
გავენდე, სიზმრებსაც გავენდე
უშენოდ ვერ გავძლებ ვერა და
მიყვარხარ მზემდე და მთვარემდე,
ჩემში ხარ ამ გულის ძგერადა.
დაგიცდი, უზომოდ დაგიცდი,
შეხვედრის იმედი დიდია,
ლოდინში, უსაზღვრო ლოდინში,
შავ - თეთრი დღეებიც მიდიან.
შენამდე ფიქრით გზას ვზომავდი,
მთებზე ნისლს რარიგად მიჰგავხარ,
წვიმამდის, ქარამდის, თოვამდის
მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ!
მამუკა ოჩიაური
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი (კომენტარები გამორთულია)