შეღამება


მზე ნელ-ნელა Მოეფარა მიწას,
გაიყოლა მხურვალების ველი,
ახლა სითბო სხვა მხარესაც იცავს,
დღეს დაედო ისევ ღამის ფერი, 

იკვეთება ვარსკვლავები, მთვარე,
თითქოს ცის ველს გაეცალა ნისლი,
ზეცა ისე ალამაზებს ღამეს,
როგორც სოფელს პატარების ფიქრი, 

და რაც უფრო მოეძალა ბნელი,
აელვარდა ლურჯი ზეცის არე,
უფრო ღრმად ჩანს გალაქტიკის ველი,
უთვალავი ვარსკვლავების მხარე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი