მოძღვარს
სწორედ იქ გპოვე იმედის ლამპრად, სად უფლის ხელმა შენ დაგადგინა, როცა სოფელი, ცას თვლიდა ზღაპრად, სიყვარულს შენთან დაედო ბინა, ცოდვა გიმხილე მძაფრი ფერებით და სახარების ვიხილე რწმენა, ღმერთი მიცხადე თბილი ბგერებით და მაწყებინე იმედით ფრენა, მე ზიზღის ღირსი, მიმიღე შვილად, შემომაბრუნე უძღები გზაზე, დღემდე შენდობას მიკითხავ ტკბილად, ჭკუას მარიგებ, მაფიქრებ ცაზე, განსაცდელში ჩავარდნილიც, იყავ მაგალითის სახე, ძლიერ ვხარობ, რომ გიპოვე ამ სიცოცხლის ვიწრო გზაზე, თვალებიდან სიმდაბლის და სიყვარულის მუდამ მნათე, ახარე და აძლიერე, ღმერთო, ჩვენი მამა მათე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი