ღმერთის სადიდებელი
თავდაპირველად, როცა ქმნიდა სამყაროს ღმერთი, როცა უბრძანა ნათელს შთანთქმად, ბნელი წყვდიადის, სასიყვარულოდ ამზადებდა ყველაფერს ჩვენთვის, ღვთაებრივ ნათელს, ძლიერ შვენის განცდა დიადი, და გაამშვენა, გადაავსო, მთელი სამყარო, ედემის ბაღი სიწმინდით და მადლით აავსო, რათა მის ხატად შექმნილ ადამს ეგემა წყარო, იცოდა, თუ რა სჭირდებოდა მის სულს მართალსო, და დააძინა, რათა მისთვის მიეცა ევა, რომ სრული ექმნა, ნეტარება სიცოცხლის მათის, უთქმელი მადლით დავალებულთ, არ ჰქონდათ წყევა, მათი გამჩენის, რომ დაეცვათ რიდი და ხათრი, სწორედ ამიტომ დიდებით და ქებით მოუხმობ, მის წმინდა სახელს, მარადიულს - დიდება შენდა, შორეულ წარსულს, მინდა ერთად, ხსოვნით მოუხმოთ, როცა პირველად კაცის ბაგით უფალი ხსენდა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი