შენ და ღამე


ჩუმი ნაბიჯით მოგორავს მთვარე,
ცაზე ვარსკვლავნი მოფენილია,
რაც უფრო მეტად შემოდის ღამე, 
ზეცა მით უფრო მოწყენილია,

განელდა ცეცხლი მხურვალე მიწის,
მზე მიმალული, სხვა მხარეს იღწვის,
გულში ნაწრთობი ეს ჩემი რითმი,
ღამის მკლავებში კვლავ შენთვის იწვის,

დრო გადადინდა, როგორც ნამქერი,
შეჩერდა წამი, ლექსით მთვრალია,
რადგან ამ ღამით ისე დაგცქერი,
თითქოს ეს მთვარე ჩემი თვალია,

დროს უნაპიროს დუმილი უყვარს,
ულმობლად გადის მისი დღენია,
შენ კი ჩემს ლექსში სიცოცხლით სუნთქავ
და დავიწყება არ გიწერია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი