სიხარული


ეს ,,სიგიჟე" ახლაც ჩემში სახლობს, 
სიყვარულით გამომზარდა დედამ,
როცა ქარი უჩვეულოდ ანცობს,
სულ სხვა ქარებს წავუღივარ ვხედავ, 

ცის უფსკრულთა მესხმის ლეგიონი
და ქუხილით შეზანზარდა არე,
სულში, მუზის ბრწყინავს ლამპიონი
და მიტაცებს საოცნებო მხარე, 

ამ ფიქრებში წამი გაკრთა ჟამად,
ღამის ფარდა დასცემია სოფელს,
მაგრამ ჩემში, დღე ზეიმობს კვლავაც
და სიბნელეს ჩაგრავს, ირგვლივ მყოფელს, 

სიხარულს თუ შეუძლია გასცდეს,
ოცნებათა ზღვრული ჩარჩოს ფარგლებს,
არ დავეძებ მე წუთიერ ზღაპრებს,
სულ სხვა სივრცე მიცისკროვნებს აზრებს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი