ჩემში სამუდამოდ დარჩები


ვიცი, გაწუხებენ ფიქრები,
წლები შემოგაწვა დარდებად,
მაგრამ სამუდამოდ იქეცი,
სულში გაჯერებულ ვარდებად, 

ახლა გაზაფხულის დარია,
ჰაერს შეუზავდა აპრილი,
ტრფობამ ისევ ისე ამრია,
დამდევს სიყვარულის აჩრდილი, 

თუმცა სატანჯველი ბევრია,
შენით მსუბუქდება დარდები,
დღესაც კი ღიმილი შენი აქვს,
ჩემში სამუდამოდ დარჩები, 

ვიცი, როცა ისევ შეგხვდები,
თვალებს დაბლა დახრი ანაზდად,
რადგანაც უშენოდ ვერ ვთბები,
ამიტომ გექეცი დარაჯად.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი