ლხინი
ვაგლახ, ამ წუთებს არც თუ ხშირად გვჩუქნის ცხოვრება, საზრუნავისგან თავისუფალ შვება-განცხრომას, თითქოს დიდი ხნით მომლოდინის ხდება ოცნება, რადგან, ასეთი სიხარული იწვევს ანცობას, არ მივეცემით ზღვარგადასულ ჭამა-სმას, თრობას, ზომიერება - ჩვენთვის ესეც საკმარისია, ოღონდაც ხშირად ვისურვებდით, ჩვენ ერთად ყოფნას, ამის არ ნდომა, ვფიქრობ მართლაც საძრახისია, მაშ ვადღეგრძელოთ ეს ლამაზი დღე - სანატრელი, ასე ანაზდად, რომ შეგვყარა ერთად განგებამ, დე აგვაცილოს უფლის მადლმა ჩვენ განსაცდელი, მისი იმედით განიმსჭვალოს ჩვენი არსება, რადგან მომავლად მსგავსი დღენი კვლავ გველოდება, ეს სასოებაც გვიხალისებს ქვეყნად ცხოვრებას.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი