უცნობი მხარე


მწუხარებით შესუდრულა, აქ ოცნება ბევრის,
თითქოს უკვე, გაცივებულ სამარეში ვიწვე,
ისე, როგორც გამოხშირვა დაბურული ტევრის,
სასიკვდილო ცელის ხელში, სხვა მორალი ვიცნე, 

ოცნებებს და მისწრაფებებს ჩაკეტვიათ გზები,
ვერც სიმდიდრე, სილამაზე, ვერ დაგვიზღვევს იმედს,
რადგან ხშირად უქონელთაც სიბრალულის ხმებით,
ამა სოფლის ძლიერები უგლოვიათ მძიმედ, 

ხან კი, როგორც ,,გაჭირვებულს ქვა აღმართშიც მისდევს,,
უქონელთ და გამწარებულთ უმოკლდებათ დღენი,
ამ მოვლენებს კაცის აზრი ვერ ამოხსნის ისე,
როგორც სულის ბნელ კუნჭულებს, ვერ ჩაწვდება ბრძენი, 

მხოლოდ შიშით, მორიდებით, ბოროტის და ავის,
სასიკვდილო ცელის მქნეველს უდუნდება მკლავი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი