მამას
ამბობენ დედას, ნაკლებად მამას, ვერ ვეთანხმები ამ აზრთა თამაშს, ნუთუ შვილებიც თანხმდება ამ აზრს? ვინც მამა არის, მიხვდება ამას, და ვინც არ არის ხომ ჰყავდა მამა და ხომ უგრძვნია მხეცური ძალა, რითაც მფარველობს, ვით ხვადი ლომი, თავის ბოკვერთა მშვიდობის ყოფას, ერთი კი არის, ბუნება ქალის, სხვაგვარად ავლენს შვილის სიყვარულს, ნუ შევადარებთ მას ზრუნვას კაცის, ორთავენი ხომ მშობელი არის, არსებობს კარგი მშობელის ცნება, ვფიქრობ რომ ცუდი არსად არ არის და თუ კი ვინმეს არ უყვარს შვილი, შესაბრალისი თავადაც არის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი