ძმას
ჯერ მე გავჩნდი და ორ წელში დაიბადე შენ, ერთ მუცელში გვედო ბინა, ჯერ მე, მერე შენ, ერთ ოთახში ვიძინებდით, ვიღვიძებდით ჩვენ, მერე ისევ ვაღამებდით ერთ დიდ სახლში ჩვენ, მოვიზარდე, დაგინახე როგორც ჩემი ძმა, რა სიხარულს განვიცდიდი უძლურია თქმა, ჩვენ სულ ერთად ვთამაშობდით, დაგვყურებდა ცა, ერთი გვქონდა საზრუნავი, რა გვინდოდა სხვა? მახსოვს, სოფლად დედის სახლში, ხრამის პირას გავიპარეთ, პალოთი და უროთ ხელში ბევრი შეშა დავამზადეთ, პატარები დღის მანძილზე იმ შრომაში დავიღალეთ, მაგრამ ჩვენი მოხუცები ძალზე ძლიერ გავახარეთ, მახსოვს, როცა სტუმრებს ჩუმად, ავაცალეთ ღვინის ბოთლი, ერთმანეთის გასახარად თუ რამდენი ღვინო მოვსვით, ისიც მახსოვს, თუ რა ხერხით გამოგტაცე ალუჩა, მერე როგორ დამედევნე... ამბებს ბოლო არ უჩანს, ამის მსგავსი, უამრავი საქმე ჩაგვიდენია, დედ-მამის შვილს მუდამ უნდა მოფრთხილება გულში, თანდაყოლილ გრძნობის მადლი სულში ღრმად ჩაგვრჩენია, მას ვერ გაცვლი ვერაფერში ვერც კაცში, ვერც ფულში.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი