დედას
არაფერი აღარ მიჭირს ჩემს გვერდით რომ გხედავ, შენ გამითბე ეს სამყარო საყვარელო დედა, მწუხარებას და განსაცდელს შენ მიქარვებ დედა, სიყვარულს და სილამაზეს შენს თვალებში ვხედავ, შენთვის არაფერი გინდა როცა შენ შვილს ხედავ, მისთვის თავგანწირული ხარ საყვარელო დედა, როცა დარდი შემოგვიტევს შენ შეგჩივლებთ დედა, ყველაფერს ამ ქვეყანაზე ჩემი თვალით ხედავ, მშვიდობით რომ ვიმყოფები შენი ლოცვით დედა, ნაფერები, ნაშენები, შენით რომ ვარ ვხედავ, ამ ცივ, პირქუშ სამყაროში, სითბოს აფრქვევ - მზე ხარ, შენით ხარობს ყველა არსი საყვარელო დედა, ღმერთს სულ იმას ვევედრები რომ მიცოცხლოს დედა, არაფერი აღარ მიჭირს ჩემს გვერდით რომ ვხედავ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი