დამნაშავე და სასჯელი


შენ რომ პატიმრის გულის გესმოდეს,
და რომ შეგეძლოს ამ გულის ხილვა,
დაინახავდი, რომ ხშირად დასჯილს,
თავის მართლების უქრება დრტვინვა, 

რომ ჩაგახედა მის გულის დარდში
და წაგაკითხა მისი აზრები,
უმალ შეწყვეტდი უხეშ განკითხვას,
ასე ამაოდ რომ იხარჯები, 

არის სიმძიმე დანაშაულის, 
ვინც დაზარალდა, მართლად იმან თქვას,
მაგრამ მერწმუნე თუ ვინმეს ავნო,
უპირველესად, ავნო თავის თავს, 

თუკი სასტიკი დანაშაულის,
ტოლი არსებობს აქ სინანული,
სჯობს, რომ უფალმა განსაჯოს თავად,
მისი შენდობის დღესასწაული, 

მათ კი, ვინც აღარ ნანობს ჩადენილს,
გაისასტიკეს ბოროტი გული,
უნდა ახსოვდეთ, რომ ყველა ხესთან,
ალესილია საუფლო ცული.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი