დაბადება
საჩუქრად მესმის შობის ცხადება, ჩემთვის სამყარო ციდან ლაგდება, ჩემგან უწვდომელ ჩემს დაბადებას, მართლაც სჭირდება სწორი გაგება, რადგანაც, ვხედავ მოვედი ქვეყნად, არ მითხოვია სიცოცხლე ჩემი, ყველაფერი მაქვს, რაც მაქცევს ერთად, ყველაფერი მაქვს, რომ გერქვას ჩემი, და მარტოდ მოსულს, შიშველს, უმეცარს, ახლა სიცოცხლეც მეკუთვნის ჩემი, სხვაც ბევრი სითბო ვიგულე ქვეყნად და საჩუქარიც გაძვირდა ჩემი, ჩვენი მშობელნიც შობით ზეობენ და ვინც შობილა დასაბამიდან, სიცოცხლის გამჩენს მოვალეობენ, რადგან, ცხადია ღმერთი საქმიდან.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
0 კომენტარი