დილის ორკესტრი


ღამეს ნაზად შეეპარა თეთრი ათინათები,
შორი გზიდან კვლავ ბრუნდება სხივმფინარი მზე,
ჩვენსკენ მოდის, რომ მოგვხიბლოს საოცარი ნათებით
და გაგვითბოს თვალხატულა, სანუკვარი დღე,

ფრინველთ გუნდი ეგებება ღვთაებრივი ჟღურტულით,
ისინიც ხომ შეჰხარიან გათენების მზეს
და ფოთლების მოშრიალე სიმფონიას ჩურჩულით,
დირიჟორად კვლავაც სიო მოვლენია დღეს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი