მეგობრის ხსოვნას


საშინელი სევდა ვიგრძენ, სული ადგილს მოსწყდა დარდით
და შორეულ წარსულისკენ, ბავშვურ მოგონებებს ჩავწვდი,
ახლაც მესმის მე ხმა შენი, შეძახილი, როგორც მაშინ,
ახლაც ისე, როგორც იმ დროს, გხედავ ცოცხალს, ჯანით აღვსილს, 

რა სისწრაფით გაიარა ოცდაათმა წელიწადმა, 
მაგრამ, ხსოვნა იმ დროისა ნათელივით თვალწინ დადგა,
დღეს კი, არ ხარ შენ ჩვენს გვერდით, ვეღარც მოვასწარი ნახვა,
მაგრამ შენი მოგონება, როგორც სული, სულ თან მახლავს, 

მაპატიე, მე არ მსურდა, რომ მენახე უკვე მკვდარი,
და თუ როგორ მიგაცილებს მგლოვიარე დედის თვალი,
ისიც გვესმა, მოკლე დროში, განა ცოტა მოასწარი,
სასიცოცხლოდ აქ დასტოვე სამი ნორჩი მომავალი, 

დღეს კი, სული უხილავი, ზეცის კიბეს მაღლა აჰყვა,
და მაღალ ღმერთს შეევედრა სამუდამო ბინის ნახვა,
განისვენე, განისვენე, საუკუნო სამყოფელში
და როდესაც ჩვენც წამოვალთ, გვსურს, რომ შეგხვდეთ სამოთხეში.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი