მთვარის შუქზე


ეს საღამო მხიარული თეთრად გაგითენებია,
მთვარის შუქზე სიარული ლექსად დაგიჩემებია,
როგორც სხივი უსასრულო,
არ გიწყდება მუზის ფრქვევა,
რადგან შენი პოეზია გადაიქცა მტკიცე ჩვევად...
ახლა, გულში ჩუმად ნათქვამს,
ლექსადა აქვს გასავალი,
მართლაც მთვარის მონათხრობს გავს,
შუაღამით ნაფიქრალი,
ნაზ ფერებში გამოსახულ
სიზმარს ხედავს თითქოს თვალი
და შენც სიზმრის გმირს ემსგავსე,
პოეზიით გადამთვრალი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი