მაშინ სიმშვიდე, უფრო მკაფიოდ დაგანახებდა უფლის წყალობას


თუ ისტორიას უგულებელყოფ
და ისტორიის საწყისში დგები,
როგორც პირველი კაცნი იმ დროში,
გადმოცემების გარეშე რჩები, 

შენ აღარა გაქვს ჭრელი გარემო,
მეცნიერებით შექმნილი სივრცე,
ათასგვარ ბიზნეს მოგონებებით,
შენ აღარ ტკბები, როგორც დღეს, ისე, 

აღარც მრავალგვარ იდეათ ცვენა,
შენს გონებაში ბრძოლას არ იწვევს
და იმ სამყაროს სინატიფისგან,
მზად ხარ, მდუმარე მჭვრეტელად იქცე, 

მაშინ სიმშვიდე, უფრო მკაფიოდ,
დაგანახებდა უფლის წყალობას,
თუ მისი ნიჭით, ამ ცისქვეშეთში,
რამდენი ჩიტი იწყებს გალობას, 

თუ მიწა-წყალზე ჩვენდა საკვებად,
როგორ სულდგმულობს ამდენი არსი,
შემოგაწვება ნათელ აზრებად,
ვინ მოიგონოს დღე ამის მსგავსი, 

რომ მის ბაღებში ყვავილდებიან,
ულამაზესი ფერებით ხენი
და ლურჯი ზეცის საოცრებების
მომლოდინეა ამ ქვეყნის დღენი, 

ხედავ, რომ ქვეყნად ასეთი კაცი,
უფრო მშვიდია, უფრო ნათელი,
მას, საფიქრალი აღარ აქვს ასი,
ამ ნათელ აზრთა უშნო გამთელი, 

ასეთ გონებას უადვილდება,
კაცთა მოდგმის მტერ ეშმაკთა გმობა,
მისი მზაკვრული მიდგომების და 
ჩანაფიქრების ხედვა თუ ცნობა, 

დღეს კი, სამყარო ისტორიითაც,
იმას ამტკიცებს, რასაც დღე ერთი,
გაუტანლობის, უსამართლობის,
სული ბობოქრობს და ყველას ერჩის, 

რადგან წიაღი მისი სიგრძისა,
ტანჯვა-წამების იქცა ფერებად,
უმრავლესობა მისი დღეების,
სისხლით და ცრემლით კვლავ იწერება, 

კითხვა გიჩნდება, კითხვა გაწვალებს,
რასთან მიგვიყვანს სიცოცხლე მსგავსი,
ალბათ დრო მოვა, აზრსაც დაკარგავს,
ამ პლანეტაზე ცხოვრება კაცის 

და ისტორია იქ გაგრძელდება,
სადაც ინებებს ის ერთად ერთი,
რადგან დაცემულ კაცობრიობას,
დღესაც მᲤარველობს დიადი ღმერთი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი