სიბრმავე


სხვისი აზრები მას არად უჩნდა,
რჩევას იღებდა მისი ,,კოლოფით",
ხშირად სიცრუით, მაგრამ არ სურდა,
არც უარყოფა და არც მონოლოგი, 

ასეთი თავი რა უხვად არის,
მიმოფენილი ცხოვრების ველზე,
ეგოისტობის მაცდური ფარი,
მთელი სიცოცხლე, რომ ტოვებს ფსკერზე, 

თუმც კი ამჩნევდა ,,ჭკუის კოლოფი",
სინდისის ხშობით ყოფა გალია,
არ უძებნია - იქნებ ბოლოში,
მას მოელოდა სულ სხვა ,,გალია".

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2025

Facebook Telegram კონტაქტი